ნიდერლანდელმა გარემარბმა კოდი გაკპომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მხრიდან მის მიმართ გამოვლენილი ინტერესის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
23 წლის ნიდერლანდელთა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მაისურით ორი გაიტანა და შესანიშნავი ასპარეზობითაც გამოირჩა, რამაც გამოიწვია ახალი ჭორები ევროპის ერთ-ერთ ტოპ კლუბში შესაძლო გადასვლის შესახებ.
დაინტერესებულთა შორის კვლავ ჩნდება "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელიც ფეხბურთელის შეძენას იანვარში გეგმავს.
"რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა მსგავსი სიახლის მოსმენა, თუმცა, ახლა მთლიანად მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ ორიენტირებული. მე უბრალოდ ყველაფერს ვაკეთებ და ვფიქრობ ჩემს გუნდზე", - ციტირებს Sky Sports-ი ახალი ვარსკვლავის სიტყვებს.
სიახლეები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.