"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი საკუთარი შემადგენლობის გასაძლიერებლად ახალი თავდამსხმელის მოყვანას გეგმავს.
სამიზნე შერჩეულია და გადაწყვეტილება მიღებულია. მენეჯერს სურს რომ "ოლდ ტრაფორდელებმა" რაც შეიძლება მალე შეიძინონ "პსვ"-ს თავდამსხმელი კოდი გაკპო, რომელიც 50 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ESPN-ის ცნობით, მწვრთნელს ჰოლანდიელი თავდამსხმელი მოწვევა გუნდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე სურს.
შეგახსენებთ, რომ გაკპომ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდების ნაკრების ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში ორი გოლის გატანა უკვე მოახერხა, შემტევმა სენეგალისა და ეკვადორის კარებების დალაშქვრა შეძლო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, თავდამსხმელის ტრანსფერით დაინტერესებულია მადრიდის "რეალი" და ასევე მიუნხენის "ბაიერნი", რომელიც ახალი თავდამსხმელის ძიებაშია.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.