"მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამად უკვე შეიძლება ითქვას, რომ ყოფილი თავდამსხმელი მეისონ გრინვუდი, სასამართლო პროცესს 2023 წლის 27 ნოემბრდე დაელოდება.
ამის შესახებ BBC თავისი ვებ-გვერდის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კალენდარული წლის იანვარში მეისონ გრინვუდი დააკავეს. ფეხბურთელს გაუპატიურებასა და თავდასხმის მცდელობაში ედავებიან.
გრინვუდის ყოფილმა შეყვარებულმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ცემის ამსახველი ფოტოები, ასევე აუდიოჩანაწერები, რომლებშიც ფეხბურთელი სავარაუდოდ ემუქრებოდა მას.
გრინვუდი ამჟამად გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
მოგეხსენებათ, სკანდალის ფონზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეისონ გრინვუდი მატჩებიდან და საწვრთნელი პროცესიდან მოხსნა.