"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მეკარე ედვინ ვან დერ სარი "წითელი ეშმაკების" პირველი ნომერის, დავიდ დე ხეას შესახებ საუბრობს.
2011 წელს სწორედ ვან დერ სარი შეცვალა დე ხეამ "იუნაიტედის" პირველი მეკარის პოზიციაზე. თავისი ბოლო შეხვედრა კი ჰოლანდიელმა კიპერმა "წითლების" რიგებში ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩაატარა, როცა 41 წლის იყო.
ედვინი კმაყოფილია თავისი მემკვიდრის თამაშით, თუმცა თვლის, რომ ესპანელს პასის გაუმჯობესება შეუძლია.
"დავიდი შესანიშნავად ასპარეზობს. მან 2011 წელს შემცვალა, უკვე 2022 წელი იწურება და ამ 11 წლის განმავლობაში ხუთჯერ გახდა სეზონის საუკეთესო მოთამაშე.
დიახ, ის გარკვეული ტიპის მეკარეა. ძალიან კარგია გარკვეულ ასპექტებში და შედარებით ცუდი - სხვებში. იდეალური არავინაა. თუმცა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და კვლავ ვითარდება.
ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორი მოთამაშეები არიან მოედანზე, როგორი სათამაშო სტილი აქვს არჩეული მწვრთნელს და როგორ სურთ ბურთის ამოტანა დაცვითი მოქმედებებისას. ვფიქრობ, კარში მოქმედების მხრივ დავიდის მიმართ არავითარი პრეტენზიები არ უნდა იყოს.
თანამედროვე მეკარეები უნიკალურები არიან იმით, თუ როგორ ფლობენ მარჯვენა და მარცხენა ფეხს. ალისონი და ედერსონი - ორი საუკეთესო მაგალითია, რომელთაც იდეალურად შეუძლია პასის გაკეთება საჭირო წერტილში. ჩემი თამაში უფრო მეტად იყო მიმართული საჯარიმოდან გამოსვლასა და ბურთის ჩაჭრებზე. ისინი კი თითქმის მე-11 მოთამაშის როლს ასრულებენ", - განაცხადა ვან დერ სარმა.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.