"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ადასტურებს, რომ გასულ ზაფხულს საუდის არაბეთიდან მიღებული წინადადება უარყო.
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას ჭორები დაირხა, რომ საუდის არაბეთის დაუსახელებელმა კლუბმა რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა 350 მილიონი ფუნტის ოდენობით.
როგორც ჩანს, რონალდუს წასვლის შესახებ დარხეული სხვა ხმებისგან განსხვავებით ეს სიმართლე იყო.
"ეს მართალია, დიახ, სიმართლეა. მაშინ უარით ვუპასუხე, დიახ. მედია უამრავ სისულელეს წერდა. ჟორჟ მენდეშს 100 მოთამაშეზე მეტი ჰყავს, რომელიც "ჩელსისა" თუ "არსენალში" გადადიან, მაგრამ მხოლოდ კრიშტიანუსა და მისთვის გაკეთებულ შეთავაზებებზე საუბრობენ.
მოდით, გულახდილები ვიყოთ. ვინ არის პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი? ეს მე ვარ ჩემს 37 წლის ასაკში.
მედია "სპორტინგსა" და "ნაპოლისაც" მიკავშირებდა. თქვენთან გულახდილი ვიქნები, არც ისე ბევრი კლუბი შემეფერება, მაგრამ სხვებისგან ბევრი შემოთავაზება მივიღე.
თუმცა პრესა აგრძელებდა საუბარს იმაზე, რომ არავის სურდა ჩემი წაყვანა, რაც სრული სიცრუეა.
გარდა ამისა, აქ ბედნიერი ვიყავი და კარგი სეზონის ჩატარების მოტივაცია მქონდა. ისინი კი წერდნენ, რომ არავის სურს კრიშტიანუ.
როგორ შეიძლება არ გინდოდეს ფეხბურთელი, რომელმაც გასულ წელს საკლუბო და სანაკრებო ფეხბურთში 32 გოლი გაიტანა?" - განაცხადა რონალდუმ პირს მორგანთან ინტერვიუში.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.