სერ ალექს ფერგიუსონი თვლის, რომ "რეალის" გამარჯვებაში ყველაზე დიდი როლი მადრიდელთა კარის დარაჯმა, დიეგო ლოპესმა ითამაშა.დიეგომ, რომელიც "სამეფო კლუბის" ნომერ პირველი მეკარე გახდა კასილასის ტრავმის შემდეგ, ბევრი სახიფათო დარტყა მოიგერია.შოტლანდიელმა სპეციალისტმა აღიარა, რომ მადრიდელთათვის იკერი დიდი დანაკლისი იყო, მაგრამ ამავდროულად მისი შეცვლა მეორე ესპანელმა კიპერმა კარგად შეძლო:
"ვფიქრობ, ის ვერ გააკეთებდა ისეთივე სეივებს, როგორიც ლოპესმა შემოგვთავაზა.დენი უელბეკის მომენტში, შემდეგ პერსის მომენტში მან დიდი სულისკვეთება გამოიჩინა, როდესაც მათ არ შეუშინდა.ასევე ის კუთხურის დროს გამოვიდა კარიდან, როდესაც ვიდიჩს სახეში ჩაარტყა.ჩემი აზრით, კასილასი ასეთი ტიპის გოლკიპერი არ არის.ლოპესი მისი ღირსეული შემცვლელია."
მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ, მაიკ ფელანმა ისაუბრა თამაშის შემდგომ გასახდელში მყოფ ფეხბურთელებზე და მათ ემოციებზე.ამის იუხედავად, ფერგიუსონი ამბობს, რომ მისი გუნდი დიდი სულისკვეთებით ითამაშებს "ჩელსის" წინააღმდეგ:
"ჩვენ გვმართებს კარგად თამაში ხვალ და ამას შევძლებთ კიდეც.როდესაც ისეთი კლუბი ხარ, როგორიც "იუნაიტედია" შენ ყოველთვის გექნება წარუმატებელი მომენტები, რასაც შემდეგ პირიქით-წარმატებული მომენტები მოსდევს.ეს არაერთხელ მომხდარა.ახლა თავს კარგად ვგრძნობთ და ვემზადებით "ჩელსისთან" სათამაშოდ."