18 წლის შემტევი ალეხანდრო გარნაჩო "მანჩესტერ იუნაიტედის" ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 11 დღის ინტერვალში ნაჩვენები საოცარი თამაშის შემდეგ.
მსოფლიო ჩემპიონატის შესვენებამდე "იუნაიტედმა" ნოემბერში 4 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც არგენტინელმა არაერთი კარგი თამაშით გამოიჩინა თავი.
ამ მატჩებში გარნაჩომ ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბოლო შეხვედრა კი თავის გუნდს ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოაგებინა.
თვის საუკეთესო ფებურთელის ნომინაციაზე გარნაჩოს გარდა წარდგენილნი იყვნენ კაზემირო და დავიდ დე ხეა, რომელთაც გამოკითხულთა ხმების 12 და 21% ერგოთ შესაბამისად, უმრავლესობის აზრით კი ახალგაზრდა ფეხბურთელი ნოემბერში კლუბის რიგებში საუკეთესო იყო.