"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ არ იცის, დარჩება თუ არა კლუბში, სადაც მას შესაბამის პირობებს არ უქმნიან.
გასული ზაფხულიდან დღემდე რონალდუს მომავალი სპეკულაციის საგანი გახდა, ხოლო პირს მორგანისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ 37 წლის პორტუგალიელის წასვლა გარდაუვალად მოსჩანს.
რონალდუ გამოტყდა, რომ "იუნაიტედში" კეთილი განზრახვით დაბრუნდა, თუმცა კლუბმა მის მოსმენასა და რჩევებზე უარი განაცხადა.
"ჯერჯერობით მიჭირს თქმა, დავრჩები თუ არა კლუბში, რადგან ახლა მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული.
როცა "იუნაიტედში" გადმოვედი, ყოველთვის გუნდის დახმარებას ვცდილობდი კარგი საქმეების კეთებაში, რომ ჩვენი ენერგია სწორი მიმართულებით მიგვემართა და საუკეთესო გუნდებს შევჭიდებოდით.
მაგრამ რთულია ამის კეთება, როცა ფეხებს გკვეთენ, როცა არ უსმენენ შენს რჩევას და არ მოსწონთ, რომ ბრწყინავ.
ვფიქრობ, შემიძლია კლუბს რჩევები მივცე, რადგან ბევრი ინდივიდუალური თუ გუნდი ჯილდო მაქვს მოგებული. შემიძლია ძალიან სასარგებლო ვიყო, მაგრამ როცა ინფრასტრუქტურა უკეთესის სურვილს ტოვებს..." - განაცხადა რონალდუმ.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.