თბილისი:
მანჩესტერი:
18-11-2022, 08:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 692,
კომენტარები: 2
"სიტი" გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
"სიტი" რონალდუს ტრანსფერს არ ადასტურებს.
"მანჩესტერ სიტი" უარყოფს, რომ კრიშტიანუ რონალდუ ახლოს იყო გასულ წელს "ეტიჰადზე" გადასვლასთან.

გულახდილი ინტერვიუს დროს, რომელიც რონალდუმ პირს მორგანს მისცა, სხვა მოვლენებთან ერთად ისიც განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნებამდე თითქმის გადავიდა "სიტიში".

რონალდუს თქმით, "ქალაქელებთან" ხშირი მოლაპარაკებები ჰქონდა, გეგმების შეცვლაში მთავარი მოქმედი პირი კი საქმეში სერ ალექს ფერგიუსონის ჩარევა იყო, რომლის ხელმძღვანელობითაც პორტუგალიელი 2003 წლიდან 2009 წლამდე "იუნაიტედში" თამაშობდა.

თუმცა "სიტის" წყარო ირწმუნება, რომ რონალდუ არასოდეს ყოფილა "ეტიჰადზე" გადასვლასთან ახლოს. "ქალაქელთა" ინტერესი კრიშტიანუს მიმართ ნამდვილად არსებობდა, მაგრამ "პირობითი" იყო, ხოლო 37 წლის ფეხბურთელის სიტყვები რეალობას არ ასახავენ.

წყარო: goal.com
ახალი ამბები
2 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
18 ნოემბერი 2022 17:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
როგორ არ ქონდათ ინტერესი, ახლა უარყოფენ :))
0
№2
ავტორი: ikeoni
18 ნოემბერი 2022 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11435
ras uaryofen titiqmis gadasuli iyo))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top