"მანჩესტერ იუნაიტედის" ვინგერმა ანტონიმ განაცხადა, რომ თავის სათამაშო სტილს არასდროს შეცვლის.
გასულ თვეში ევროპა ლიგის ეგიდით "ოლდ ტრაფორდზე" შემდგარ მატჩში "შერიფთან" თავისი თავის გარშემო ბურთით წრე მოხაზა და შემდეგ არაზუსტი გადაცემა გააკეთა, რის გამოც სოციალურ ქსელში კრიტიკის სამიზნე გახდა.
22 წლის ბრაზილიელი ამტკიცებს, რომ ეს მას გართობის მიზნით არ გაუკეთებია და მსგავსი ფინტებით მომავალშიც გაანებრივრებს მაყურებლებს.
"როცა ბურთი ფეხებში გაქვს, მხოლოდ სიამოვნებას უნდა გრძნობდე. მე დრიობლიორობისთვის დავიბადე. ეს ჩემი ბუნების ნაწილია. ეს არის ნიჭი, რომელმაც ქუჩიდან "ოცნების თეატრზე" მომიყვანა.
მე არასდროს შევცვლი ჩემს სათამაშო სტილს, რადგან ეს არათუ სტილია, არამედ მე თვითონ ვარ. ეს ჩემი ნაწილია. ჩვენი, ბრაზილიელების ნაწილი.
თუ მხოლოდ ჩემს 10-წამიან ვიდეოს უყურებთ, ვერ მიხვდებით. არაფერს ვაკეთებ ხუმრობისთვის. ყველაფერს აქვს დანიშნულება. ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ წინ ამაყად წავიდე, მოწინააღმდეგეებში შიში დავნერგო, სივრცე შევიქმნა, ჩემი გუნდის სასარგებლოდ სხვაობა შევქმნა", - განაცხადა ანტონიმ.
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.