თავის ინტერვიუში რონალდუმ "იუნაიტედს" ღალატში დასდო ბრალი, ხოლო ერიკ ტენ ჰაგის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა, რითაც ხაზი გაუსვა კლუბში მის არასასურველ მდგომარეობას.
ვითარებას გამოეხმაურა ვარანი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ გუნდში დაძაბული ატმოსფეროა.
"რა თქმა უნდა, ეს ჩვენზეც ზემოქმედებს. თვალს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებსა და ნათქვამის შინაარსს.
ჩვენი მხრივ თავი ხელში აგვყავს და ზედმეტად არ ვერევით. მედია ხშირად სპეკულირებს ისეთი დიდი კლუბებით, როგორიც "იუნაიტედია" და ისეთი ვარსკვლავებით, როგორიც რონალდუა, ამიტომ დისტანცია გვიჭირავს.
ჩვენ ერთი კოლექტივის ნაწილი ვართ და საჭირო არ არის მდგომარეობის დამოუკიდებლად შეცვლის მცდელობა", - განაცხადა ფრანგმა.