თბილისი:
მანჩესტერი:
16-11-2022, 19:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 936,
კომენტარები: 8
"იუნაიტედი" მბაპეს ტრანსფერს განიხილავს
"წითელი ეშმაკები" შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "პარი სენ-ჟერმენის" თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ტრანსფერს განიხილავს.

ფაქტი, რომ "წითელი ეშმაკების" შემტევი ხაზი არ გამოიყურება სათანადოდ, თავიდანვე ცხადი იყო. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ მიმდინარე სეზონში 14 მატჩში გუნდს მხოლოდ 20 გოლი აქვს გატანილი, რაც გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი "ლიდსის" მაჩვენებელზე დაბალია.

გამტანი ფორვარდის მოყვანა გუნდის გეგმებში მანამდეც შედიოდა, მაგრამ რონალდუს ირგვლივ არსებული ვითარებიდან გამომდინარე კლუბმა დაჩქარება გადაწყვიტა.

მთელი რიგი განცხადებების შემდეგ, რაც რონალდუმ გააკეთა, რთულად წარმოსადგენია, რომ 37 წლის ფეხბურთელმა კვლავ მოირგოს "იუნაიტედის" მაისური. პორტუგალიელი, დიდი ალბათობით, კლუბს იანვარში დატოვებს.

სწორედ მის შემცვლელად სურს "იუნაიტედს" მბაპეს გადაბირება, რომელსაც კონტრაქტის გახანგრძლივების მიუხედავად პარიზში სანაქებოდ ნამდვილად არ აქვს საქმე.

"იუნაიტედი" ერთ-ერთია იმ იშვიათ კლუბებს შორის, რომელთაც მბაპეს ყოველკვირეული ხელფასის გადახდის უნარი შესწევთ. ფრანგი ანაზღაურების სახით კვირაში 500 ათას ფუნტს იღებს.

60 მილიონ ფუნტად შეფასებული ვიქტორ ოსიმჰენი უფრო რეალურ სამიზნედ მოსჩანს იანვარში, თუმცა "ეშმაკები" თავდაპირველად მბაპეს ვარიანტს ცდიან.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
16 ნოემბერი 2022 19:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
არც ოსიმენს გაყიდის ნაპოლი იანვარში და არც მბაპე გადმოვა აქ
0
№2
ავტორი: f.c.mu
16 ნოემბერი 2022 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 374
მბაპეს იმდენი მოთხოვნები აქ შეიძლება მწვრთელის დანიშვნაც ამას კითხონ
0
№3
ავტორი: shotkin
16 ნოემბერი 2022 21:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
მე პირადად მბაპე არ მინდა ჩემს საყვარელ და ისედაც არეულ გუნდში, გასაგებია რო მაგარი ბავშვია მარა ძაან პრობლემატური ტიპია და ძლივს პოგბას გავეყყარეთ და მისნაირებს ცოტა კიდევ დარჩა გასაყრელი და ასეების დამატება ნამდვილად არ მინდა, ჯობია მშრომელი და საქმეზე ორიენტირებული ხალხი მოიყვანონ
2
№4
ავტორი: Old Red Devil
16 ნოემბერი 2022 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ე ბიჯო დაილია ვინმე 2x2 თავდამსხმელი?სასდმე ხორვატიის ან პოლონეთის ლიგიდან გამოაძრონ 1-2 კაი სპორტსმენი ფეხი რო სწორი ადგილიდან ეზრდება…
0
№5
ავტორი: Raphaël Varane
17 ნოემბერი 2022 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 114
ჯერ ნახევარი მილიარდი რომ აქვს ვალი გუნდს უაზრო ფულის ფლანგვის გამო ეგ გამოასწორეთ. მაგრამ ესენი ვერაფერს გამოასწორებენ. საერთოდ ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს მანჩესტერის ისტორიიის გაგრძელება. მბაპე და უბრალოდ ბოდვაა რიგითი. ასეთ სიტუაციაში ამ დონის ფეხბურთელი,რომელსაც პსჟში აწყობილი აქვს ყველაფერი , არ მოვა

იგივეს თქმა შეიძლება ოსიმენზეც
0
№6
ავტორი: ManchesterU
17 ნოემბერი 2022 14:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
მბაპეს დებილი დედა ვატირე კარგით რა ხალხნო ესღა აკლია ჩვენ დალაგებულ გუნდს ეხლა სრული ქაოსისთვის. მბაპე არ ვიცი მარა მისი ტრანსგენდერი შეყვარებულიც კაი იგროკია მგონი ეგ ხო არ დავიმატოთ.
0
№7
ავტორი: ikeoni
17 ნოემბერი 2022 23:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
ianvarshi xo gamoricxulia saertod amaze laparaki
0
№8
ავტორი: SANDROGRIGA
18 ნოემბერი 2022 17:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ოჰ კაი რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top