თბილისი:
მანჩესტერი:
15-11-2022, 08:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 947,
კომენტარები: 6
რონალდუ: "იუნაიტედში" ჩემი შვილის ავადმყოფობა არ დაიჯერეს"
რონალდუმ წინასასეზონო მზადების პროცესის გაცდენის მიზეზებზე ისაუბრა.
რონალდუ:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ რეალური მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ გამოტოვა გასულ ზაფხულს გუნდის წინასასეზონო სამზადისი.

მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი კლუბს სამი კვირის დაგვიანებით შეუერთდა, რაც პრესაში კლუბიდან მისი წასვლის სურვილს დაუკავშირეს.

თუმცა სატელევიზიო შოუში პირს მორგანისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუმ განაცხადა, რომ საქმე ეხებოდა მისი ქალიშვილის, ბელის მძიმე ავადმყოფობას.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დირექტორსა და პრეზიდენტს ველაპარაკე, მაგრამ მათ არ დაიჯერეს, რომ უბედურება ხდებოდა. ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი.

ისეთი სახე მიიღეს, თითქოს დაიჯერეს, მაგრამ ამავდროულად... არასოდეს გამომიყენების ჩემი ოჯახის ჯანმრთელობა ფეხბურთში არც ახლა, არც 10 წლის წინ და არც 10 წლის შემდეგ გამოვიყენებ.

მართლაც რთული დასაჯერებელი იყო, რადგან ისინი ჩემს სიტყვებში დაეჭვდნენ და ვერ დაიჯერეს, რომ თავს მართლაც ცუდად ვგრძნობდი. ამ დროს კი ჩემი ქალიშვილი და ჯორჯინა საავადმყოფოში იწვნენ.

1 კვირა საავადმყოფოში გავატარეთ, რადგან ბელას დიდი პრობლემა ჰქონდა და ამის გამო წინასასეზონო სამზადისში ვერ ჩავერთე.

არ მინდოდა ოჯახის დატოვება და ტურნეზე წასვლა, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს არასამართლიანი იქნებოდა. ამიტომაც არ წავსულვარ",
- განაცხადა რონალდუმ.

წყარო: DailyMail
ახალი ამბები, ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 ნოემბერი 2022 09:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
საავადმყოფო ის ადგილი არ არის, სადაც პაციენტების ყოფნის ფაქტების დადგენა არ შეიძლება. მარტივი გასარკვევია, იყო თუ არა ნამდვილად ავად მისი შვილი. და თუ ასეა, გასაგებია, რატომაც არ წავიდა. ყველა მამა ასე მოიქცეოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Dato kutaisi
15 ნოემბერი 2022 10:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3225
გადაგრევენ ესენი რა რთული დასადგენია ავად იყო თუ არა ბავშვი სინამდვილეში გაგიჟდები რა.თუ მართლა ავად იყო და ამათმა ესე მოექცნენ და ასე ენაზე დასახვევი გახდა ტურნეზე არ წასვლა მაშინ გამოდის რონალდო ცამდე მართალია ამათთან და რო დააჯვას თავზე ხმის ამოღების მორალური უფლებაც არ აქვთ
0
№3
ავტორი: onlyred
15 ნოემბერი 2022 10:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
არსებობს ცხოვრებაში პრიორიტეტები.
სამსახური ოჯახზე წინ ვერასდროს დადგება.
0
№4
ავტორი: ManchesterU
15 ნოემბერი 2022 10:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 511
აღარ მჯერა ამ კაცის არცერთი სიტყვის, ესეთი გამოხტომები ქონდა რეალშიც და ბევრს ახსოვს . ძააან კარგად ვიცი მანჩესტერის გულშემატკივრებმა რა ტრაკშიც არის ჩვენი გუნდი, ამას უკვე კონტრაკტიც მოგვარებული ექნება ახალ კლუბთან და ყველაფერი ამიტომაც არის ატლიკინებული. ეს კაცი არის ჩვეუვლებრივი პუტანკა . ბოდიშით ძალიან გაღიზიანებული ვარ ამ კაცის სურათს რო ვხედავ ვღიზიანდები ავტომატურად.
0
№5
ავტორი: K1llsw1tch
15 ნოემბერი 2022 11:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
პრესეზონი ყველაზე მცირე რამაა, რაც პრობლემური არის რონალდოსთან დაკავშირებით ამ სეზონში. არც იმის მტკიცებას დაიწყებს აქ ვინმე, რომ გუნდის ხელმძღვანელობა სუფთაა და საერთოდ არაფერში არ მიუძღვის არავითარი ბრალი. ამ ერთი დეტალით სხვა საქციელებს ვერ გაამართლებს. სტადიონიდან რომ გავიდა ნაადრევად ამაზე რას ვამბობთ? შეცვლაზე შემოსვლაზე რომ უარი განაცხადა ამაზე რას ვამბობთ? ავადმყოფობას რომ იმიზეზებს თამაშების გასაცდენად და სინამდვილეში ზურგს უკან ინტერვიუებზე საჭიროად დადის ამაზე რას ვამბობთ? არაპროფესიონალი ს*რივით იქცევა მთელი სეზონია და არავითარი გამართლება ამას არ აქვს, ხელმძღვანელობას კი თავისი მოეკითხება მათ შორის აქ აღწერილი მიდგომის (თუ მართლა ასე იყო საქმე) და სხვა რაღაცების გამოც.
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 ნოემბერი 2022 17:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
რავი, ცოტას მგონი ამეტებს, მაგრამ ორივე მხარე რო დამნაშავეა ამას ალბათ ყველა ხვდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top