"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით სასწრაფო სხდომა მოაწყვეს.
წუხელ ღამით პრესაში გავრცელდა ინტერვიუ, რომელშიც რონალდუ პირს მორგანის ტელეშოუში რამდენიმე მოულოდნელ განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ კლუბში იგი დააღალატეს, ხოლო მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის მიმართ არავითარ პატივისცემას არ გრძნობს, რადგან არც მის მიმართ აქვს მწვრთნელს პატივისცემა.
"ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა ოფიციალური განცხადებაც გაავრცელეს, სადაც ნახსენებია, რომ ფაქტების გამოკვლევის შემდეგ მოხდება ადეკვატური რეაგირება.
The Telegraph იტყობინება, რომ დღეს აღმასრულებელი დირექტორი რიჩარდ არნოლდი, მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი, სპორტული დირექტორი ჯონ მერტო და თანამფლობელი ჯოელ გლეიზერი რიგგარეშე სხდომაზე შეხვდნენ, სადაც რონალდუს ქმედება განიხილეს.
წყაროს ცნობით, რონალდუს კონტრაქტის გაწყვეტაც ემუქრება, რადგან მან შრომითი ხელშეკრულების პირობები დაარღვია.
ახალი ამბები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.