კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე "მანჩესტერ იუნაიტედმა" კონსულტაციისთვის იურისტებს მიმართა.
რონალდუმ პირს მორგანის ტელეშოუში საჯაროდ განაცხადა, რომ კლუბმა მას უღალატა, მწვრთნელის მიმართ კი არავითარ პატივისცემას არ გრძნობს.
მოცემულ ვითარებაში დღეს კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ "იუნაიტედი" საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ ყველა ფაქტის გამოკვლევის შემდეგ მიიღებს.
თავად ფეხბურთელებსა და მწვრთნელს რაც შეეხებათ, მათ ინტერვიუს შესახებ მხოლოდ "ფულჰემთან" მოგებული მატჩის შემდეგ გაიგეს და ძალიან იმედგაცრუებულნი დარჩნენ.
ამჟამად სასჯელის სახით საუბარია მხოლოდ ორი კვირის ხელფასის დაკავებაზე - ეს მინიმალური დასჯა იქნება კლუბის მხრიდან, თუმცა სამომავლო გადაწყვეტილებების მისაღებად კლუბი იურიდიულ კონსულტაციებს გადის, რათა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღოს მეამბოხე ფეხბურთელთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.