კრიშტიანუ რონალდუ აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისგან" ღალატს გრძნობს, ვინაიდან კლუბიდან მისი წასვლა მოინდომეს და ასევე არავითარი პატივისცემის გრძნობა არ გააჩნია ერიკ ტენ ჰაგის მიმართ, რომელიც თავადაც არ სცემს მას პატივს.
ამავე ინტერვიუში რონალდუ ასევე აღნიშნავს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ გუნდს ნულოვანი პროგრესი აქვს განცდილი.
როცა ჰკითხეს, "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა აიძულებდა თუ არა მას კლუბიდან წასვლას, რონალდუმ უპასუხა:
"დიახ. არა მარტო მწვრთნელი, არამედ კიდევ ორი-სამი თანაგუნდელი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მიღალატეს.""გულახდილად ვამბობ. არ მაღელვებს, რა მოხდება. ხალხმა სიმართლე უნდა მოისმინოს. მე მიღალატეს. აქ მყოფთაგან ზოგიერს არ უნდოდა რომ დავრჩენილიყავი არა მარტო წელს, არამედ შარშანაც კი.
არ ვიცი, რა ხდება. სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ კლუბში განვითარებას ვერ ვხედავ. ნულოვანი პროგრესია.
საინტერესო მაგალითია, თუ როგორ გაათავისუფლა "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსმა კლუბმა ოლე და მის ადგილას მოიყვანა სპორტული დირექტორი რალფ რანგნიკი, ყველასთვის გასაკვირი იყო. ეს ადამიანი მწვრთნელიც კი არ არის! "მანჩესტერ იუნაიტედის" მსგავსი დიდი კლუბის მიერ დანიშნულმა სპორტულმა დირექტორმა არა მარტო მე, არამედ მთელი მსოფლიო გააოცა.
არაფერი იცვლება. არათუ ჯაკუზი და აუზი, არამედ სპორტდარბაზიც კი. ტექნოლოგიების გარკვეული მიღწევები, სამზარეულო, მზარეულები - რომელთაც ძალიან ვაფასებ, საყვარელი ხალხია! ისინი დროში შეჩერდნენ, რაც ძალიან მიკვირს.
მეგონა, შეცვლილ რამეებს შევხვდებოდი - ტექნოლოგიებსა და ინსფრასტრუქტურას. სამწუხაროდ, ბევრი ისეთი რამ ვნახე, რასაც 21, 22, 23 წლის ასაკში ვხედავდი. ამან ძალიან გამაკვირვა.
"ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, რადგან ის არ მცემს პატივს. თუ შენ არ გექნება ჩემი პატივისცემა, არც მე მექნება შენი.
"გულშემატივრებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. კლუბისთვის საუკეთესო მინდა. სწორედ ამიტომ ვარ "მანჩესტერ იუნაიტედში".
მაგრამ შიდა სამზარეულოში არის გარკვეული მიზეზები, რაც ხელს გვიშლის ისეთი მაღალი დონის მიღწევაში, როგორიც აქვს "სიტის", "ლივერპულსა" და ახლა უკვე "არსენალსაც"... ასეთი კლუბი ხის მწვერვალზე უნდა იყოს, მაგრამ არ ვართ, სამწუხაროდ.
როგორც პიკასომ თქვა, იმისათვის რომ ხელახლა ააშენო, ჯერ უნდა გაანადგურო, მათ კი ჩემგან დაიწყეს, ეს არ არის პრობლემა.
"მანჩესტერ იუნაიტედი", მისი გულშემატკივრები ძალიან მიყვარს, ისინი ყოველთვის ჩემს მხარეს იყვნენ. მაგრამ თუ ცვლილება უნდათ, ბევრი რამ უნდა შეცვალონ."რონალდუ რამდენიმე დღის წინ უეინ რუნიმაც გააკრიტიკა, რომელმაც განაცხადა, რომ რონალდუ "ოლდ ტრაფორდზე" არასასურველად იქცეოდა, რაზეც პორტუგალიელმა უპასუხა:
"არ ვიცი, ასე ძალიან რატომ მაკრიტიკებს... ალბათ, იმიტომ, რომ მან კარიერა უკვე დაასრულა, მე კი ჯერ კიდევ ვთამაშობ მაღალ დონეზე. არ ვამბობ, რომ მასზე უკეთ გამოვიყურები. თუმცა, ესეც სიმართლეა..."რონალდუმ ასევე აღიარა, რომ "იუნაიტედში" მის დაბრუნებას ფერგიუსონმა შეუწყო ხელი.
"ჩემს გულს მოვუსმინე. მან მითხრა, რომ შეუძლებელი იყო ჩემი გადასვლა "მანჩესტერ სიტიში", მე კი ვუპასუხე, "ოკეი, ბოს".მან ყველაზე კარგად იცის, რომ კლუბი არ არის იმ დონეზე, რა დონეზე ყოფნასაც იმსახურებს. მან იცის. ყველამ იცის ეს. ვინც ამას ვერ ხედავს... მხოლოდ იმიტომ ვერ ხედავენ, რომ დანახვა არ უნდათ, ისინი ბრმები არიან."წყაროს ცნობით, ტენ ჰაგი და "მანჩესტერ იუნაიტედი" საშინლად იმედგაცრუებულები არიან რონალდუს ქცევითა და ინტერვიუს დროის შერჩევით.
კლუბმა მხოლოდ მაშინ გაიგო ინტერვიუს შესახებ, როცა "ფულჰემთან" მოგებული მატჩის შემდეგ ლონდონიდან სახლში ბრუნდებოდა.
კლუბი საშინლად იმედგაცრუებულია ფეხბურთელებისა და მის მიმართ გამოვლენილი უპატივცემულობით და აპირებს, მაქსიმალური ზომები მიიღოს.
რონალდუს აცნობეს, რომ სასტარტო თერთმეტეულში არ იქნებოდა "ფულჰემთან" მატჩში, მაგრამ განაცხადში უნდა ყოფილიყო. თუმცა მან ავადმყოფობა მოიმიზეზა.
არავის გაუკრიტიკებია კრიშტიანუ, როცა "ტოტენჰემთან" მატჩში შეცვლაზე შესვლაზე უარი განაცხადა.
წყარო:
Skysports