"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ერიკ ტენ ჰაგი გამორიცხავს იანვარში დონი ვან დე ბეკის იჯარას.
"ასტონ ვილასთან" სათასო მატჩი ვან დე ბეეკისთვის ზედიზედ მესამე შეხვედრა იყო "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ ჰოლანდიელმა მორიგი უღიმღამო შეხვედრა ჩაატარა.
პრესაში ვრცელდება ინფორაცია, რომ "წითელი ეშმაკები" კვლავ განიხილავენ ახალი წლიდან ვან დე ბეეკის იჯარით გაშვებას, როგორც ეს ერთხელ "ევერტონში" გადასვლისას უკვე მოხდა, თუმცა მწვრთნელი მოვლენების ასე განვითარებას გამორიცხავს:
"არა მგონია, იჯარას აზრი ჰქონდეს. ან აქ დარჩება და ამ ვითარებაში იბრძოლებს, ან საერთოდ წავა. ჩემი აზრით, მას ჯერ კიდევ აქვს მომავალი "იუნაიტედში". თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, რადგან გუნდში უდიდესი კონკურენცია გვაქვს".
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.