თბილისი:
მანჩესტერი:
11-11-2022, 10:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1216,
კომენტარები: 6
ტენ ჰაგი მატჩის შემდგომ
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მატჩის შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.
ტენ ჰაგი მატჩის შემდგომ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ერიკ ტენ ჰაგმა "ასტონ ვილასთან" მოგებული მატჩის შემდეგ თავისი გუნდის მონდომება და თავდადება შეაქო.

"წითელი ეშმაკები" ლიგის თასის მესამე რაუნდის მატჩის მეორე ნახევრის დებიუტში ოლი უოტკინგის მიერ გატანილი გოლით ანგარიშში ჩამორჩნენ, თუმცა 19 წამში ენტონი მარსიალმა წონასწორობა აღადგინა, რის შემდეგაც დიოგუ დალოს ავტოგოლით სტუმრები კვლავ წინ გავიდნენ.

მეორედ ანგარიში მარკუს რეშფორდმა გაათანაბრა, ხოლო ბრუნო ფერნანდეშისა და სკოტ მაკტომინეის მიერ გატანილი გოლებით "წითლებმა" 4-2 იმარჯვეს.

მეოთხე რაუნდში "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" უმასპინძლებს, "ასტონ ვილასთან" მატჩის შემდეგ კი ტენ ჰაგმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა:

ორი ტაიმის მატჩი

"ორი ტაიმი არასდროს გამოდის ერთნაირია, არა? თუმცა მართალია, რომ პირველ ტაიმში თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით კარგი პრესინგითა და მოწინააღმდგის ნახევარზე ბურთის მოპოვებით, მაგრამ არასწორად ვავითარებდით შეტევებს. გარდასახვაში ძალიან ცუდები ვიყავით, პასები და ზურგსუკან ჩარბენები გვაკლდა. პასებს ერთი ნაბიჯით ვაგვიანებდით. შედეგად, ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან პირველ ტაიმში და ბოლოს, ბოლო შვიდ-რვა წუთში ბურთს ვერ ვიჩერებდით და ჩვენს კართან დანიშნული კუთხურების დროსაც საკმაოდ სუსტად გამოვიყურებოდით. შესვენებაზე ვთქვით, რომ პრესინგი შეგვენარჩუნებინა და მათი დაცვის ხაზის უკან უფრო პირდაპირები ვყოფილიყავით ბურთით. შემდეგ კი დავბრუნდით, ბურთი დავიჭირეთ და შედეგით ვაჩვენეთ. კვირას განცდილი მარცხისა და ამ შეხვედრაში ანგარიშში ორჯერ ჩამორჩენის შემდეგ გუნდით ძალიან ვამაყობ. ამაღამ ბედნიერი ვარ."

შემტევი ხარისხი

"ჩვენს შემტევ ფეხბურთელებს შესწევთ ამის უნარი და ბრუნოს, გარნაჩოსა და მეორე ფაზაზე სკოტის ჩარბენებით ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, ასე ვითამაშოთ და დღეს ძალიან კარგები იყვნენ. როგორც ვნახეთ, მაღლა აწეული თამაშობდნენ და ჩვენი დავალება იყო, რომ ზურგსუკან ჩაგდებით ეთამაშათ. ვფიქრობ, მეორე ტაიმში წარმატებით გავართვით თავი ამ დავალებას. ნამდვილი სათასო მატჩი იყო. ვისიამოვნე მეც და ჩემმა ფეხბურთელებმაც. რა თქმა უნდა, გვიხარია, რომ მომდევნო ეტაპზე ვართ."

ერიკსენის ჩართვა

"ეს იყო მისი დანიშნულება. ბურთს მარტივად ვთმობდით და პირველ ტაიმში ეს დიდ პრობლემად იქცა. შესვენებაზე ვთქვი, რომ პირველ ტაიმში ჩვენი მთავარი პრობლემა ბურთთან ზედმეტი შეხება იყო და ზურგსუკან პასებს არ ვაკეთებდით. მოედანზე ერიკსენის გამოყვანით კი ეს პრობლემა გადაიჭრა."

პერსონალიზებული ერთობლიობა

"ძალიან ბედნიერი ვარ მათი გამძლეობით და ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება. ყოველ თამაშში ამას უნდა ვაჩვენებდეთ და სწორედ ამიტომაც ვიყავი კვირას იმედგაცრუებული, რადგან არ ვიბრძოდით, ერთად არ ვმოქმედებდით, დაცვით დისციპლინაში განსაკუთრებულად გვქონდა ჩავარდნები, "იუნაიტედი" ასე არ უნდა თამაშობდეს, არამედ დაცვითი სამუშაოების მხრივ 100%-ით დისციპლინას უნდა ვავლენდეთ."

სწორი მენტალიტეტი

"ვფიქრობ, წინა თვეში წინ გადავდგით ნაბიჯი და ეს ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა, მაგრამ არ მიგვიღწევია იმისთვის, რისი მიღწევაც გვინდა. კვირას მართლაც საცოდავად გამოვიყურებოდით. ეს დაუშვებელია. ასეთ თამაშში მხოლოდ ჩვენი თავი უნდა დავადანაშაულოთ. მაგრამ კვირას ნაჩვენები თამაშისა და დღეს ანგარიშში ორჯერ ჩამორჩენის შემდეგ რაც ვნახეთ, ნამდვილად კარგი იყო".

როტაცია წინა ხაზში

"ნამდვილად კარგია, რომ მარსიალი დაგვიბრუნდა. შემტევ ხაზში ფეხბურთელთა ხელმისაწვდომობის მხრივ გარკვეული პრობლემები გვაქვს, ჩვენ კი მეტი ფეხბურთელი გვჭირდება იმისთვის, რომ როტაცია შევძლოთ და მუდმივად ერთი და იგივე ფეხბურთელები არ ვათამაშოთ. ახლა ძალები უნდა აღვიდგინოთ და შემდეგ ისე თავიდან. დღეს გამოჩნდა, რომ გარნაჩოსა და ელანგას შემოყვანით ახალი ენერგია მივიღეთ. თუ გვინდა, რომ წარმატებას მივაღწიოთ, განსაკუთრებით წინა ხაზში, როტაცია აუცილებელია."

ძლიერი დაბანდება

"სწრაფი, ინტენსიური თამაშია. რისი გაუმჯობესებაც საჭიროა, ეს არის მაღალ ინტენსივობაზე თამაში, რადგან ტოპ გუნდები სწორედ ამას აკეთებენ. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით გადავდგით ნაბიჯი, მაგრამ ბურთსაც უკეთ უნდა ვაკონტროლებდეთ. მომენტებში უფრო მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ ბურთით, რათა მოწინააღმდეგეს თავგზა ავუბნიოთ და შემდეგ უკვე ბურთის გათამაშება ავაჩქაროთ. ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა."

გეგმები მსოფლიო ჩემპიონატის შესვენებისას

"ვფიქრობ, ისევ ამას გავაგრძელებთ - ანალიზი, ჩვენი თამაშის შეფასება, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი დრო გვექნება, რადგან უფრო ღრმად ჩახედვის საშუალებას მოგვცემს. სწორედ ასე მოვიქცევით და ვნახავთ, რისი გაუმჯობესება იქნება შესაძლებელი. სწორი რეაგირება უნდა გვქონდეს გასაუმჯობესებელ დეტალებზე, თუმცა ჯერ "ფულჰემი" გვყავს დასამარცხებელი. ამაღამ პირველი ნაწილი შურისძიება იყო, მეორე ნაწილი კი წინ არის."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები, პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: The Special One
11 ნოემბერი 2022 11:06
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
მეჩვენება თუ RojoDiablo-ს პოსტია love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№2
ავტორი: Svanchester
11 ნოემბერი 2022 13:04
  • სიახლეები: 2850
  • კომენტარები: 3904
RojoDiablo კეთილი იყოს შენი დაბრუნება მეგობარო.
0
№3
ავტორი: ikeoni
11 ნოემბერი 2022 13:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
exla mtavaria fulems movugot
0
№4
ავტორი: onlyred
11 ნოემბერი 2022 21:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 483
მშვენიერია ❤️
0
№5
ავტორი: temo-scholes
11 ნოემბერი 2022 23:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
გელა<3
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
13 ნოემბერი 2022 16:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
დღეს ფულემს უნდა მოვუგოთ, შანსია მიახლოების
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top