"ასტონ ვილასა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სათასო დაპირისპირების შემდეგ ინგლისის ლიგის თასის მეოთხე რაუნდის კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგადაც რვა წყვილი ჩამოყალიბდა.
"წითელი ეშმაკები" მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "ოლდ ტრაფორდზე" "ბარნლის" უმასპინძლებენ, სადაც 1/4 ფინალის საგზურის მოპოვებას ეცდებიან.
მე-3 რაუნდში ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა "ასტონ ვილა" მიიღო საკუთარ მოედანზე და ორბურთიანი სხვაობით 4-2 დაამარცხა. "ასტონ ვილასთან" ერთად კი ტურნირს ასევე გამოეთიშნენ პრემიერ ლიგის ისეთი გუნდები, როგორებიც არიან "ტოტენჰემი", "არსენალი", "ჩელსი" და "ვესტ ჰემი".