მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალური თავდამსხმელი ერიკ ჩუპო-მოტინგი, რომელიც ამ სეზონში წარმატებით გამოდის მიუნხენურ გრანდში, "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო რადარზე იმყოფება.
Tribal Football-ის ცნობით, "მანკუნიანელთა" გიგანტის ხელმძღვანელობა 33 წლის კამერუნელი ბომბარდირის ტრანსფერის იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში წარმატებით დასრულებას შეეცდება.
აფრიკელის საბაზრო ღირებულება სამ მილიონ ევროდ არის შეფასებული, ბუნდესლიგის ჩემპიონთან კონტრაქტი კი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.
ჩუპო-მოტინგმა მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.