კრიშტიანუ რონალდუს კონტრაქტი ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაგრძელდეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა უკვე შეადგინა იმ თავდამსხმელთა სია, რომლებსაც შეუძლიათ პორტუგალიელი ვარსკვლავის ჩანაცვლება.
Manchester Evening News- ის ცნობით, სიის სათავეში "ნაპოლის" ფორვარდი ვიქტორ ოსიმჰენია. "წითელი ეშმაკები" შეეცდებიან დაარწმუნონ ნიგერიელი, რომ მომავალ ზაფხულს ინგლისში გადავიდეს.
დეკემბრის ბოლოს ოსიმენი 24 წლის იუბილეს აღნიშნავს ალბათ არ სჭირდება აღნიშვნა იმას, რომ წინახაზელს უდავოდ დიდი მომავალი აქვს.
2022/2023 წლების სეზონში თავდამსხმელმა 13 მატჩში 9 გოლი გაიტანა და ასევე 3 საგოლე გადაცემა მიიწერა პირად აქტივში.
ავტორიტეტული პორტალი transfermarkt-ის ექსპერტები ნიგერიელს 65 მილიონ ევროდ აფასებენ.
ჭორები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.