მარკუს რაშფორდი, რომელმაც "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გადამწყვეტი გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაუწერა აქტივში, ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ღიად ალაპარაკდა და განაცხადა, რომ მას გასულ სეზონებში ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა.
"ახლა კლუბში და სავარჯიშო ბაზაზე სხვა ენერგიაა. ეს ყველაფერი ჩემს შინაგან გარემოზეც აისახა და ახლა ბევრად უფრო მოტივირებულად ვგრძნობ თავს. სწორედ ეს მჭირდებოდა.
ზოგჯერ ვგრძნობდი, რომ კონკრეტული ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა. მე არ ვგავდი ჩემს თავს, არც მოედანზე და არც მის გარეთ. ეს არის ყველაზე დიდი განსხვავება გასულ სეზონთან შედარებით.
მესმის, რომ ჟურნალისტების საქმეა ლაპარაკი იმაზე, თუ რა ხდება მოედანზე, მაგრამ მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი წესრიგში იყოს ყოველი თამაშის წინ. გასულ სეზონში ძალიან ხშირად მქონდა ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ არ მიკვირს ის, რაც პერიოდულად დამემართა მაშინ",- განუცხადა მარკუსმა Sky Sports-ს.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.