თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2022, 19:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1184,
კომენტარები: 6
ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია
ჰოლანდიელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლა ვრცლად შეაფასა.
ტენ ჰაგის მატჩისშემდგომი პრეს-კონფერენცია
"ვესტ ჰემთან" მოპოვებული მნიშვნელოვანი სამი ქულის შემდეგ, "იუნაიტედის" დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა ტრადიციულად მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა სადაც ჟურნალისტების მხრიდან დასმულ შეკითხვებს ვრცლად უპასუხა.

საბრძოლო სულისკვეთების შესახებ

მატჩმა არაერთგვაროვანი გრძნობები დამიტოვა. ერთის მხრივ, ეს შესანიშნავი შედეგია და კმაყოფილი ვარ გამარჯვებით, ასევე ის, რომ ისევ ვიბრძვით, ერთმანეთს მხარს ვუჭერთ და ერთი გუნდივითთ ვმოქმედებთ. პირველ ტაიმში შანსები გვქონდა და მეტოქეს კონტრშეტევაზე გაქცევა არ დავუშვით - ლისანდრო მარტინესმა ეს მცდელობები კარგად გაანეიტრალა. ჩვენ ისევ გვაკლდა კარგი გადაწყვეტილებები შეტევების ფინალურ ეტაპზე, მაგრამ შესანიშნავი გოლი გავიტანეთ! ერიქსენის შესანიშნავი სერვისი და მარკუსის ისეთივე შესანიშნავი თავური. თუმცა, ვფიქრობ, ჩვენ შეგვეძლო თამაშის უკეთ მართვა, ბურთის უკეთ შენახვა და დისციპლინის შენარჩუნება მეორე ტაიმში პრესინგზე. მაგრამ, ვიმეორებ, გუნდური სულისკვეთება გამოვავლინეთ და ამისთვის დავჯილდოვდით. პროცესი გრძელდება, სასიამოვნოა, როგორ იბრძვიან ბიჭები მხარდამხარ და ჩვენ ასე გავაგრძელებთ.

მორიგი "მშრალი" მატჩი დე ხეასთვის

რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური სპორტია. თქვენ ამას ერთად აკეთებთ. მთელი გუნდი იცავს საკუთარ კარს, მაგრამ რა თქმა უნდა მოხარული ვარ, რომ ვხედავდი ასეთ ინდივიდუალურ მოქმედებებს, როგორიც დღეს დავიდმა აჩვენა. საბოლოოდ მან საოცარი სეივები გააკეთა! ჩვენ შედარებით კარგად ვიცავთ ჩვენს საჯარიმოს და გვყავს შესანიშნავი მეკარე, მაგრამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ - შეტევაშიც და დაცვაშიც. ბედნიერი ვარ იმით, თუ როგორ უჭერენ მხარს მოთამაშეები ერთმანეთს, აძლევენ მოტივაციას. მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ პროცესით.

შესანიშნავი მარკუსი

"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" შესანიშნავია ასეთი დიდი ისტორიის მქონე აკადემია. მატჩის განაცხადში მინიმუმ ერთი მოსწავლის მონაწილეობის 85 წლის იუბილეზე მარკუს რაშფორდი ამ ამბის შესანიშნავი ილუსტრაცია იყო და შესანიშნავი გოლიც გაიტანა. მისთვის ეს მნიშვნელოვანი საღამოა, სანამ ორშაბათს დაბადების დღეს აღნიშნავს. ყოველთვის ვცდილობ, ფეხბურთელები მაქსიმუმამდე მივიყვანო, ვცდილობ მათ პიროვნებაში შევიდე და ვიპოვო ტრიგერი, რომელიც მათ ააქტიურებს. მე და მარკუსს კარგი ურთიერთობა გვაქვს. ვხედავ ბედნიერ მარკუსს, რომელიც იღიმება, სიამოვნებს თამაში და ბედნიერია, რომ კარინგტონში იმყოფება თავის ამხანაგებთან ერთად. ეს შესანიშნავი საფუძველია ხარისხიანი თამაშისთვის.

მაგუაირის დაბრუნება

კარგი შესრულება იყო. ადვილი არ არის, როცა კვირაობით მატჩებს ვერ ესწრები და ხუთშაბათს მხოლოდ 45 წუთი ითამაშე ევროპის ლიგაზე, რაც ძალიან განსხვავდება პრემიერ ლიგისგან. ის ძლიერი წნეხის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით მატჩის მიწურულს მას დაღლილობა შეეტყო თუმცა ჩვენ არ გვქონდა ჰარის ჩანაცვლების შესაძლებლობა, რადგან სკამზე ცენტრალური მცველები არ იყვნენ. ამიტომ გადარჩენის რეჟიმში უნდა გვეთამაშა. ჰარიმ გამოიჩინა კარგი დამოკიდებულება, შესანიშნავი გამძლეობა და ასევე სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ მისი ძალების რწმენა უბრუნდებოდა მას.

გულსემატკივრების მხარდაჭერის შესახებ

"ოლდ ტრაფორდზე" ისევ შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ჩანს, რომ გუნდს, მის მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს შორის განსაკუთრებული კავშირია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი გაძლიერება. სწორი მიდგომა, სწორი დამოკიდებულება და ურთიერთქმედება - ეს ყველაფერი თამაშიდან თამაშამდე უკეთესი ხდება და საბოლოოდ წარმატებამდე უნდა მიგვიყვანოს.

რა იგულისხმა გვარდიოლამ, როცა თქვა, რომ "იუნაიტედი" ბრუნდება

მგონი ცოტა აჩქარდა. მეორე ტაიმში გასაკრიტიკებელი რამ გვქონდა და ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ თამაში უკეთესად უნდა ვმართოთ. თუმცა, ჩვენი გუნდური სულისკვეთება წარმოუდგენელია, გვაქვს გოლების გასატანად საჭირო თვისებები, გვაქვს შემტევი ფეხბურთი. დიახ, უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ. თუმცა, დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისთვის, რომ სერიოზული საფრთხე შევქმნათ ისეთი გუნდებისთვის, როგორიც "სიტია",- აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი
პრესკონფერენცია
6 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
31 ოქტომბერი 2022 19:58
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
გვარდიოლას სიტყვებზე ვეთანხმები ჰააგის კომენტარს, ჯერ ძაან ძაან ადრეა იმისთვის რო ვინმემ თქვას მანიუ დაბრუნდაო , ძაან ბევრი რამე უნდა მოხდეს იქამდე, გუშინაც იყო შანსი 1:1 მორჩენილიყო ბოლო 1 წუთში ვესტ ჰემს 2 ას პროცენტიანი საგოლე მომენტი ჰქონდა და გაგვიმართლა, გუნდმა უნდა ისწავლოს მშვიდად მოგება ერთბურთიანი უპირატესობით და ასევე ფრედისნაირები უნდა ჩანაცვლდეს მაღალი დონის მოთამაშეებით რო 1-1 ზე გასაყვანი პასები მარტივად აკეთონ და არა ისე როგორც გუშინ ფრედმა ითამაშა ს=ლანჩხუთის ჩიხურას კლასის ფეხბურთელივით და 1-1 ზე გასაყვან შეტევას ბოლო მოუღო რაღაც არაამქვეყნიური ერთ ადგილას ჩაწოდებული ბურთით, და მერე კარლოსი რო თვალში ნაცარს გვაყრის და ამბობს ფრედი მაღალი დონეაო !! )))
0
№2
ავტორი: LASHQARA
31 ოქტომბერი 2022 20:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1980
გუნდი რომ სწორ გზას ადგას უდაოა, ფორვარდი რომ გვჭირდება მაღალი დონის ეს ყველაზე თვალსაჩინოა, დანარჩენი უკვე დროსთან ერთად უნდა დალაგდეს, ფეხბურთელებმა უფრო კარგად უნდა იგრძნონ ერთმანეთის მოქმედება მოედანზე, წლევანდელმა ტრანსფერებმაც რომ გაამართლა და გაგვაძლიერა ამის თქმაც თამამად შეიძლება, ერიქსენს გულზე დასცინოდნენ და უკლასნესია, მისი კლასი მოედნის ხედვა, გამრჭოლი პასები, შორეული დარტყმები, ყველაზე მეტად მომწონს მოედანზე love am
0
№3
ავტორი: ikeoni
31 ოქტომბერი 2022 20:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
dzalian xshirad usmevs xazs gundurobas rac aucileblad shedegis momtani iqneba..fergis mere titqmis ar yofila aseti emocia da damokidebuleba motamasheebs shoris ❤
2
№4
ავტორი: Old Red Devil
31 ოქტომბერი 2022 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 987
თითქოს კაი პალასა წამოვიდა.ოლეს დროსაც იყო ესეთები ამაზე უკეთესი პალასებიც და მერე მოდიოდა გუნდი შალგგადაგდებული ტრაქტორივით.აი ასეთი თუ აღარ განმეორდება,მერე კიდე იტყვის კაცი რომ გუნდში ცვლილება არის
2
№5
ავტორი: K1llsw1tch
1 ნოემბერი 2022 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
გოლების გატანა და თამაშის მოკვლა ვერ ვისწავლეთ წლებია - ეს არის ამ გუნდის სენი. სიტი და არსენალი ამ სეზონში სამ და ოთხბურთიანი სხვაობებით რომ იგებენ და ქულებს ნალევა-ნაპრავა არ ანიავებენ ამიტომ არიან ამწუთას ყველა დანარჩენზე ათი თავით მაღლა. რამდენი ქულა დავკარგეთ უაზროდ თუნდაც ამ სეზონში. მომენტების მაღალი რეალიზაცია და გოლების გატანა გვჭირდება, ამისთვის კი კარგი შემსრულებლებია აუცილებელი. მოემენტების შექმნის პრობლემა ასე თუ ისე გადაიჭრა, ახლა მომენტების გატანაა სასწავლი. რაც კარგ თამაშს და ფორმას ეხება, სამწუხაროდ ჯერ ძალიან ადრეა დასკვნების გაკეთება. ოლეს და მოუს დროსაც მახსოვს კარგი სერიები, მაგრამ მერე მოაყოლებდნენ ხოლმე ზედიზედ ჩაფლავებულ გადამწყვეტ თამაშებს და რჩებოდნენ სეზონის ბოლოს *ლეზე. მოკლედ ძალიან ბევრი სამუშაოა წინ და ჯერ კიდევ სასწავლია ელემენტარული რაღაცეები, ამ მდგომარეობას კი ჩვენი სატურნირო სიტუაცია (თუნდაც ბურთების სხვაობა როგორი საცოდავი გვაქვს და გოლის გატანა როგორ გვიჭირს) და სუსტი კონკურენტუნარიანობა ასახავს მშვენივრად.
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
3 ნოემბერი 2022 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
გუარდიოლამ ვითომ შეგვაქო მარა თავისი ხრიკებია ეგეც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top