გასულ ტურში შესანიშნავად მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგის შეგირდებს სურდათ რომ იგივე გრემ პოტერის "ჩელსისთანაც" განმეორებულიყო თუმცა ამჯერად "წითელი ეშმაკები" ქულას დაჯერდნენ, რომელიც მათთვის 94 - ე წუთზე კაზემირომ მოიტანა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა საკუთარი მოსაზრებები გააზიარა.
"მინდა მივულოცო ჩემს გუნდს. 10 დღეში გამართული მეოთხე მატჩი რომელიც გუნდმა მაღალ დონეზე ჩაატარა ეს ხასიათის ჩვენებაა და შესანიშნავია.
პირველ ტაიმში რეშფორდს ორი დიდი შანსი ჰქონდა, ანტონის ერთი. ასეთ სიტუაციებში გოლის გატანა გვმართებს, რადგან ტოპ მატჩებში სამი საგოლე მომენტი ბევრია და ისინი აუცილებლად უნდა გაიტანო.
თამაშის მიმდინარეობა განვსაზღვრეთ და ეს ძალიან მახარებს. შესვენებამდე რვა წუთით ადრე პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ მეორე ტაიმში დაცვაში ყველაფერი კარგად იყო.
ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. იმედგაცრუებული დავრჩებოდი, თუ მოედანს ქულების გარეშე დავტოვებდით, ეს დაუმსახურებელი იქნებოდა”, - თქვა ტენ ჰაგმა დასასრულს.
სიახლეები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.