ერიკ ტენ ჰააგმა "იუნაიტედის" ფეხბურთელები შეაქო "ტოტენჰემთან" შესანიშნავი თამაშის შემდეგ . . .
ერიკ ტენ ჰააგმა "იუნაიტედის" ფეხბურთელები შეაქო "ტოტენჰემთან" შესანიშნავი თამაშის შემდეგ.
"საუკეთესო გუნდური მუშაობა" ამ სიტყვებით შეფასა ერიკ ტენ ჰააგმა მისი შეგირდების თამაში.
მართალია გუნდმა ფრედისა და ბრუნო ფერნანდეშის გოლებით მხოლოდ ორი ბურთის სხვაობით მოიგო, თუმცა სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე გუნდი აშკარად რამოდენიმე თავით უფრო მაღლა იდგა მეტოქესთან შედარებით და მთლიანად ფლობდა მთელ სათამაშო ინიციატივას, მიუხედავად იმისა, რომ "ტოტენჰემს" რამოდენიმეჯერ ჰქონდა კონტრშეტევის მცდელობები, აღსანიშნავია ისიც, რომ, რომ არა ჰუგო ლორისის შესანიშნავი თამაში, შესაძლებელი იქნებოდა "იუნაიტედს" ტაბლოს მიხედვითაც პირწმინდად გაენადგურებინა მეტოქე.
გუნდმა მძიმედ დაიწყო სეზონი, წააგო თანაქალაქელ "სიტისთან", თუმცა ფაქტია მოახერხა სხვა მნიშვნელოვან მატჩებში კარგად გამოსვლა, დაამარცხა ცხრილის სათავეში მყოფი "არსენალი", რომელსაც შემდეგ "ლივერპული" მიაყოლა. აღსანიშნავია, რომ კლუბის გამოსვლა თანდათან უმჯობესდება, რაც ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა.
ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ, ერიკ ტენ ჰააგმა ჟურნალისტებს განუცხადა:
"ცალსახად მოხარული ვარ გუნდის თამაშით, ვფიქრობ მიმდინარე სეზონში საუკეთესო შესრულება გვქონდა, თვალსაჩინოა პროგრესი.წინა მატჩიც გამორჩეულები ვიყავით თუმცა ისე არ გამოვიდა, როგორც ვისურვებდით, ახლა ყველაფერი სხვაგვარად წავიდა და შედეგი სასიხარულოა.
გუნდთან გასახდელში საუბრისას ავღნიშნე, რომ მათი სტადიონზე ცქერა სასიამოვნო იყო, თუმცა უნდა იყვნენ მზად, რომ ხან ზემოთ ავალთ, ხან ქვემოთ დავიწევთ. რეალისტი ვარ და ვხვდები შეგვიძლია მივაღწიოთ მაღალ დონეს, თუ ჩვენს ფილოსოფიას არ გადავუხვევთ.
ეს ფილოსოფია ემყარება, წესებს და პრინციპებს, სწორედ მის მიხედვით უნდა ვიცხოვროთ ჩვენ, თუ ამას გავაკეთებთ შეგვეძლება კარგი დონისა და საუკეთესო პერფორმანსის მიღწევა.
პირადად ჩემთვის კარგი არ ნიშნავს საკმარისს, ჩვენ კიდევ უფრო უკეთესები უნდა ვიყოთ და კიდევ უფრო უკეთესები რამდენადაც შეგვეძლება, თუმცა ეს ყველაფერი მუდმივი არ იქნება, იქნება ჩავარდნებიც და ამას მზად უნდა შევხვდეთ, უკან არ დავიხიოთ და გავაგრძელოთ წინსვლა".აღსანიშნავია, რომ "იუნაიტედს" შაბათსაც საკმაოდ მძიმე მატჩი ელის გასვლაზე "ჩელსისთან", ასეთ მატჩებს 6 ქულიან მატჩებს უწოდებენ ხოლმე, რადგან "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი", ერთმანეთის მომიჯნავე ადგილებს იკავებენ. სტატისტიკურად კი ძალიან საინტერესო სურათი გვაქვს "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებით, რამეთუ კლუბს შაბათის მატჩის ჩათვლით 11 მატჩი ექნება პრემიერ ლიგაში ჩატარებული და აქედან 8 მატჩი ექნება გამართული ისეთ კლუბებთან, რომლებიც ცხრილს ზემო ნაწილში იმყოფებიან, შესაბამისად ის, რომ "იუნაიტედს" ვერ აქვს იდეალური სტარტი და იმყოფება ცხრილში მე-5 ადგილზე სულაც არ არის ცუდი შედეგი და ყველაფერი სამომავლო პერსპექტივების საკითხია.
წყარო:
www.mirror.co.uk