"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა რიო ფერდინანდი გამოეხმაურა გუშინდელ მატჩს და ორ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, პირველ რიგში კლუბის საოცარ თამაშზე, ხოლო შემდგომ ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუს საქციელზე, რომელმაც მატჩის დასრულებამდე დატოვა მოედანი.
ფერდინანდი გაოცებულია იმ ფაქტით, რომ ასეთი საოცარი მატჩის შემდგომ, რატომ ინტერესდებიან ჟურნალისტები უფრო რონალდუს საქციელით, ვიდრე კლუბის საოცარი გამოსვლით "ტოტენჰემის" წინააღმდეგ.
|"ჩემი ღრმა წმენით, კრიშტიანუ რონალდუ მწრთვნელმა დაასვენა "ჩელსისთნ" მატჩის, წინ, რომელიც კვირის ბოლოს ელის გუნდს. ეს არის ერთადერთი მიზეზი, რითიც შემიძლია ავხსნა ეს ფაქტი. ასევე ეს ფაქტი ხსნის იმასაც, თუ რატომ მოიქცა რონალდუ ასე, მთავარი ახლა ის არის, როგორ მოიქცევა ტენ ჰააგი, მან უნდა გადაწყვიტოს რა გეგმები აქვს, მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება და ძალიან საფრთხილო გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუ იგი ფიქრობს, რომ რონალდუ აღარ არის სასტარტო შემადგენლობის წევრი, იგი აუცილებლად უნდა გაუშვას და კონტრაქტი აღარ უნდა იყოს მისი შემაკავებელი ბერკეტი.
ფაქტია კლუბმა გუშინ საუკეთესო თამაში აჩვენა, თუმცა მთავარი თემა მაინც რონალდუს სასტარტოში არ ყოფნა იყო, მატჩის ბოლოს კი ასევე რონალდუს საქციელმა მიიპყრო ყურადღება და დღეს მეტი სტატია მასზე იწერება, ვიდრე კლუბის მიერ ნაჩვენებ სანახაობაზე. ეს არასწორია!
ახლა კი ზიხარ და ფიქრობ, "რატომ არ გაუშვა კლუბმა რონალდუ, თუ იგი არ სჭირდება?! არავინ იცოდა სეზონის დასაწყისში, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, მწრვთვნელიც არ იყო დარწმუნებული ბევრ რამეში, თუმცა სიტუაცია აჩვენებს, რომ ტენ ჰააგმა უნდა მისცეს რონალდუს წასვლის საშუალება და უნდა თქვას, რომ მას აქვს ამის უფლება, დარწმუნებული ვარ ტენ ჰააგი სეზონის დასაწყისში ფიქრობდა რონალდუს კარგად გამოყენებას, რადგან ულაპარაკოდ ამ ადამიანმა ძალიან ბევრს მიაღწია, ძალიან ბევრი რეკორდი მოხსნა და რთულია ასეთი ადამიანის გუნდში ყოლაზე უარი თქვა, თუმცა ყველაფერი იცვლება. განაცხადა რიო ფერდინანდმა Vibe with Five-თან ინტერვიუში.