ინგლისის პრემიერ ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ლონდონის "ტოტენჰემი" პირწმინდად დაჯაბნა და ორი უპასუხო გოლიც გაუტანა.
"წითელი ეშმაკების" დამრიგებელმა ერიკ ტენ ჰაგმა კი ამ გამარჯვებას გუნდური წარმატება უწოდა. მან მატჩის შედეგზე BBC Sport- ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"გვქონდა კარგი თამაშები იგივე "ლივერპულთან" და "არსენალთან", მაგრამ დღეს იყო თამაში, რომელშიც თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებდით მოვლენებს.
და მე ვუთხარი ბიჭებს, რომ სიამოვნებით ვუყურებდი ამ თამაშს. თუმცა, "სპურსთან" თამაში იოლი არ იყო, ამიტომაც მიხარია, რადგან ყველაფერი გამოგვივიდა, რაც დაგეგმილი იყო", - თქვა დასასრულს ტენ ჰაგმა
სიახლეები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.