TalkSPORT- ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, მაიკლ კერიკი სამწვრთნელო საქმიანობის განახლებასთან ძალიან ახლოსაა.
როგორც წყარო იუწყება "მიდლსბრო" და "წითელი ეშმაკების" ჯერ ყოფილი ფეხბურთელი და შემდეგ ყოფილი მენეჯერი ახლოს არიან შეთანხმების მიღწევასთან.
"მიდლსბრო" მომდევნო "უიქენდზე" ჰადერსფილდის წინააღმდეგ გამართავს შეხვედრას, სწორედ აღნიშნულ მატჩში შეიძლება ვიხილოთ მაიკლი კლუბის სათავეში.
შეგახსენებთ, რომ აქამდე The Athletic-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კერიკმა უარი თქვა შეთავაზებულ პოზიციაზე, რადგან ჩათვალა, რომ ჯერ არ იყო მზად ფეხბურთში დასაბრუნებლად.