"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში გუნდის დანიელ ნახევარმცველზე კრისტიან ერიკსენზე ისაუბრა და მისი მდგომარეობის შესახებ მინიშნებებიც გააკეთა.
"როდესაც ერიქსენი მოედანზე არ იმყოფება ჩვენ ის გვენატრება, თუმცა დანაკლისის შესავსებად სხვა ფეხბურთელები გვყავს.
ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი და განვახორციელოთ როტაცია იმ მოთამაშეების ჩამონათვალით რომელიც რეალურად გუნდს რესურსში ყავს", - ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს - Viaplay Football-ი.
შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო ერიქსენი, სავარაუდოდ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მომდევნო მატჩს გამოტოვებს.
შუა კვირაში "წითელი ეშმაკები" პრემიერლიგურ შეხვედრას "ტოტენჰემის" წინააღმდეგ გამართავენ.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.