კვირას გამართული შეხვედრის დაწყების წინ, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და ედი ჰაუს "ნიუკასლი" დაუპირისპირდნენ, "წითელი ეშმაკების" ერთბაშად ორი ფეხბურთელი დააჯილდოვეს.
სასტვენამდე "წითელი ეშმაკების" ლეგენდარულმა ყოფილმა მწვრთნელმა ალექს ფერგიუსონმა კრიშტიანუ რონალდუსა და დავიდ დე ხეას სამახსოვრო ჯილდოები გადასცა.
რონალდუმ ისტორიული მიღწევა დააფიქსირა, კერძოდ "გოლდამშენმა" საკლუბო დონეზე 700 გოლის გატანა შეძლო.
პორტუგალიელმა თავდამსხმელმა დიდებული რიცხვი "ევერტონთან" პრემიერ ლიგის მატჩში გატანილი გოლით დამრგვალა.
ახალი ამბები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.