პრემიერ ლიგის ეგიდით გუშინ გამართული შეხვედრა "ნიუკასლის" წინაადეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელი კარის დარაჯისთვის დავიდ დე ხეასთვის საიუბილეო გამოდგა.
დე ხეა გახდა "წითელი ეშმაკების" პირველი არაბრიტანელი მოთამაშე, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.
სტატისტიკურად კიპერმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 500 მატჩში 547 გოლი გაუშვა. ესპანელი "წითელ ეშმაკებში" 2011 წლის ზაფხულიდან ასპარეზობს.
მატჩის დაწყებამდე ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა, დავიდ დე ხეა და კრიშტიანუ რონალდუ დიდებული მიღწევებისათვის დააჯილდოვა და დაწესებული ჯილდო პირადად გადასცა.
შეგახსენებთ, რონალდუმ კარიერულად უდიდეს ნიშნულს მიაღწეია, პორტუგალიელმა საკლუბო 700 გოლი დააფიქსირა პირად სტატისტიკაში.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.