"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა "ნიუკასლთან" ფრედ დაფიქსირებული მატჩის შემდეგ ტრადიციულად კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მის გუნდს ამ შეხვედრაში სამი ქულა ეკუთვნოდა.
"კარგად ვითამაშეთ - მოედნის არცერთ მონაკვეთს არ ვთმობდით, კარგი პრესინგი გვქონდა, ბურთს ვაკონტროლებდით და ვმართავდით.
ჩვენ ვკარნახობდით თამაშის მიმდინარეობას და შეგვეძლო მეტის მიღწევა - უნდა გაგვეტანა გამარჯვების გოლი.
დავიმსახურეთ გამარჯვება და ეს გუნდისთვის დიდი კომპლიმენტია. იმიტომ, რომ ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისით ჩვენ უკეთესები ვიყავით, ვიდრე "ნიუკასლი" - პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ამ კომპონენტში.
რაც შეეხება რონალდუს ცვლილებას, ჩვენ გვჭირდება თავდამსხმელები რომლებიც იქნებიან დასვენებულები თითოეულ მატჩში, რეშფორდი არ იყო მზად ეს მატჩი დაეწყო პირველივე წუთებიდან ხოლო შემდეგ თქვენ ნახეთ როგორი რითმი შეიტანა მან მოედანზე სათადარიგო სკამიდან.
ჩვენ უნდა გავაგრძელოთ იგივე შემართებით და სულისკვეთებით", - განუცხადა ტენ ჰაგმა BBC Match of the Day-ს.
შეგახსენებთ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.
სიახლეები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.