ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" ძალიან დიდხანს ცდილობდა კვიპროსის "ომონია"- სთვის გოლის გატანას.
თუმცა ინგლისელებისთვის საბოლოოდ ეს ყველაფერი ეგრეთწოდებული "ჰეფი ენდით" დასრულდა.
შეცვლაზე შემოსული შოტლანდიელი ნახევარმცველი სკოტ მაკტომინაი ერიკ ტენ ჰაგის გუნდს 3 ქულის მოპოვებაში ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დაეხმარა.
"ვიცოდით, რომ მოგება გვჭირდებოდა. მოთმინება მოგვიწია. ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ.
თამაშს როდესაც სკამიდან ვუყურებდი, მეგონა და ვფიქრობდი, რომ არა ეს ჩვენი დღე არ იყო.
მაგრამ საბოლოოდ გამოვედი და გატანა მოვახერხე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გვსურს ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ", - ციტირებს მაკტომინაის სიტყვებს BT Sport.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.