ევროპა ლიგის ეგიდით გამართული მატჩის შემდეგ ტრადიციულად ერიკ ტენ ჰაგმა თავისი გუნდის გამოსვლაზე კომენტარი გააკეთა.
აღნიშნული ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში ერთადერთი გოლი "წითელმა ეშმაკებმა" 93-ე წუთზე გაიტანეს.
"ჩვენ შევქმენით საგოლე მომენტების წარმოუდგენელი რაოდენობა, მაგრამ მხოლოდ ერთხელ გავიტანეთ. გუნდმა გამოიჩინა მოთმინება და განაგრძო ბიძგი, საბოლოოდ კი მიზანს მიაღწია.
გოლის გატანის პრობლემა არ მაწუხებს - ჩვენ ყველა თამაშში ვცდილობთ ამის გაკეთებას შესვენების დროს განვიხილეთ კონცენტრაციის შენარჩუნების მნიშვნელობა.
ხანდახან, როცა ღრმად დაცვით მოწინააღმდეგესთან თამაშობ, მოუთმენელი ხარ. მნიშვნელოვანი იყო ამის თავიდან აცილება“, - ციტირებს ერიკ ტენ ჰაგის სიტყვებს BBC-ს.
ინტერვიუები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.