ინგლისური გრანდი შესაძლოა ახალი მფლობელის ხელში აღმოჩნდეს, საქმე ეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" რომლის აქციებიც ამერიკულ ოჯახს, გლეიზერებს ეკუთვნით. ჯოელ და აბრაამ გლეიზერებმა კლუბის გაყიდვა გადაწყვიტეს და შესაბამისი თანხაც დაასახელეს.
Daily Star-ის მიერ გაჟღერებული ცნობით, ამერიკელ ბიზნესმენებს არ აქვთ სურვილი მოიშორონ ასეთი მომგებიანი აქტივი, მიუხედავად იმისა, რომ საფეხბურთო მოედანზე შედეგი არცთუც ისე კარგია.
თუმცა, ისინი მზად არიან განიხილონ კლუბის გასხვისების იდეა, თუ შეთავაზებული თანხა 10 მილიარდი ფუნტიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გლეიზერების ოჯახი "მანჩესტერ იუნაიტედის" მფლობელი 2005 წელს გახდა და ინგლისური გიგანტი 800 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეიძინა.
თუ აღნიშნული გარიგება განხორციელდა "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდება მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბი.
ჭორები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.