"მანჩესტერ იუნაიტედის"ესპანელმა მეკარემ დავიდ დე ხეამ კლუბში მისი მდგომარეობისა და მომავალის შესახებ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
BT Sport-ისთვის, მიცემულ ინტერვიუში კარის დარაჯმა განაცხადა, რომ მთლიანად არის ორიენტირებული "მანჩესტერ იუნაიტედის" სამომავლო მატჩებზე, ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაეხმაროს თავის გუნდს.
"მსურს, რომ კიდევ რამდენიმე წელი გავატარო კლუბში, მაგრამ უცნობია, რა იქნება მომავალში, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ", - დასძინა დასასრულს დე ხეამ.
მიმდინარე სეზონში 31 წლის ესპანელმა ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაუშვა და სამჯერ შეინახა კარი მშრალად. მეკარის მოქმედი შრომითი კონტრაქტი ინგლისურ გიგანტთან 2023 წლის ივნისის ბოლომდე მოქმედებს.
ინტერვიუები
3 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.