პრემიერ ლიგის მეათე ტურის მატჩში "ევერტონსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის ჯამში სამი გოლი გავიდა.
გამარჯვების მომტანი გოლი კი პორტუგალიელ თავდამსხმელს კრიშტიანუ რონალდუს ერგო წილად, რომელმაც აღნიშნული შეხვედრაც სათადარიგო სკამიდან დაიწყო თუმცა ნაადრევად შეცვალა ენტონი მარსიალი და თამაშში ჩაერთო.
"გოლდამშენმა" საგოლე პასი კაზემიროსგან მიიღო. გუნდის მენტორმა ერიკ ტენ ჰაგმა თავისი მოთამაშის წარმატებაზე კომენტარი გააკეთა რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.
"ცხადია, ეს გამორჩეული მომენტი იყო. ვულოცავ კრიშტიანუს. ბედნიერი ვარ მის გამო. ეს იყო მისი პირველი გოლი პრემიერ ლიგაში ამ სეზონში და იმედი მაქვს, რომ ის მომავალშიც დაგვეხმარება",- აცხადებს დასასრულს ნიდერლანდელი სპეციალისტი
პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდება.
სიახლეები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.