ჰოლანდიელი ნახევარმცველი დონი ვან დე ბეეკი იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მანჩესტერ იუნაიტედის" დატოვებასთან ძალიან ახლოს იქნება.
ამის შესახებ სპორტული გამოცემა Fichajes - ის ჟურნალისტები იტყობინებიან.
წყაროს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის მომსახურებით ინტერესს მილანის "ინტერი" იჩენს.
"ნერაძურის" ბოსები ვან დე ბეეკისთვის შემოთავაზების გასაკეთებლად ემზადებიან. მისი საბაზრო ღირებულება 20 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
ამ სეზონში ჰოლანდიელი "წითელი ეშმაკების" მხოლოდ სამ მატჩში გამოჩნდა მოედანზე, პირადი აქტივის გარეშე. მისი კონტრაქტი "მანკუნიანელებთან" 2025 წლის შუა რიცხვებამდეა გათვლილი.