პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მე-10-ე ტურის მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედი" ფრენკ ლამპარდის "ევერტონს" დაუპირისპირდება". აღნიშნულ მატჩში ერიკ ტენ ჰაგი ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს შეიტანს.
ჟურნალისტ ჯეისონ ბერტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბრაზილიელი კაზემირო ტრანსფერის შემდეგ პირველად ძირითად შემადგენლობაში დაიკავებს ადგილს.
როგორც ჩანს სკოტ მაკტომინეიმ "მანჩესტერ სიტის"- თან მიღებული შანსი ვერ გამოიყენა და სათადარიგო სკამზე გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ კაზემირო "მანჩესტერ იუნაიტედში" გასულ ზაფხულს მადრიდის "რეალი"-დან გადავიდა და "წითელ ეშმაკებთან" ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ამ დრომდე 30 წლის ფეხბურთელმა "მანკუნიანელების" შემადგენლობაში ექვსი მატჩი ჩაატარა.
"ევერტონი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 9 ოქტომბერს "გუდისონ პარკზე" გაიმართება. დასაწყისი თბილისის დროით 20:00 საათზე.
ახალი ამბები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.