ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდე დიდი დროა დარჩენილი, თუმცა სპორტული პრესა "მანჩესტერ იუნაიტედის" ირგვლივ ისევ აქტიურად ტრიალებს.
ინსაიდერებისა და ჟურნალისტების მთავარი სამიზნე კვლავ კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ. პორტუგალიელს იანვარში კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებენ რომლის ალბათობაც არცთუ ისე მცირეა.
თავის მხრივ ინგლისური გრანდი აქტიურად ეძებს მის შემცვლელს. Todofichajes - ი კი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ზემოაღნიშნული წყაროს მტკიცებით ინგლისელებმა სამიზნე პორტუგალიაში იპოვეს.
საქმე ეხება ლისაბონის "ბენფიკას შემტევს 21 წლის გონსალუ რამოშს. პორტუგალიელ თავდამსხმელს შეუძლია შეცვალოს 37 წლის კრიშტიანუ რონალდუ "წითელი ეშმაკების" თავდასხმის წინა ხაზზე.
"ბენფიკა" მზად არის მოლაპარაკებისთვის რომელმაც ფეხბურთელის საწყისი ფასიც დაასახელა. "არწივები" რამოშის გაყიდვიდან 39 მილიონ ევროს მიღებას გეგმავენ.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა, პორტუგალიის ჩემპიონატში ჩატარებული 7 მატტჩიდან თავი 4 გოლით გამოიჩინა.
ჭორები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.