თბილისი:
მანჩესტერი:
3-10-2022, 09:44
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 1191,
კომენტარები: 5
ტენ ჰაგი: "მის კარიერას ვეცი პატივი"
სპეციალისტი რონალდუს თემასაც შეეხო.
ტენ ჰაგი:
კაზემიროს შესახებ გაკეთებული განმარტების შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა.

გუშინდელ შეხვედრაში პორტუგალიელი კვლავ სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.
თუმცა აქამდე ჩატარებულ სხვა მატჩებში ის მუდმივად ჩნდებოდა მოედანზე მეორე ტაიმში.

"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:4 დამარცხდა, მეორა ტაიმის როტაცია კი პორტუგალიელს ანგარიშის მიუხედავად არ შეხებია.

"ეს გავაკეთე კრიშტიანუს შესანიშნავი კარიერის პატივისცემის გამო. კიდევ ერთი პლიუსი ის გახლდათ ამ ყველაფრისა, რომ მე შევძელი მარსიალისთვის სათამაშო წუთების მიცემა, რადგან მას ეს ძალიან სჭირდებოდა", - განაცხადა სპეციალისტმა

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მიმდინარე სეზონში პირველად მთელი მატჩი რეზერვში გაატარა.

რაც შეეხება მარსიალს, ის მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა და დუბლი შეასრულა.
მატჩი ანგარიშით 6-3 დასრულდა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: bendzela
3 ოქტომბერი 2022 10:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
გულ დასაწყვეტია რო წავაგეთ მაგრამ საპანიკო ნამდვილად არაფერია, წინ მთელი სეზონი არის და მაქვს მე ამ კაცის იმედი
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
3 ოქტომბერი 2022 15:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11136
მეორე ტაიმში კიდე ცოტა გამოფხიზლდნენ, მაგრამ რონალდოს არამგონია რამე შეეცვაალ
0
№3
ავტორი: Malboro463
3 ოქტომბერი 2022 16:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5870
რა გამოფხიზლება ძმა 4 ცვლილება გაკეთა და იქით გასატანი აქით 2 ბურთი კიდე გაუშვეს. დე ბრუინი,გუნდოგანი,ფიოდენი,გრილიში სანამ არ გაიყვანა სიტის საჯარიმოდან მომენტი ვერ შექმნეს
0
№4
ავტორი: ikeoni
4 ოქტომბერი 2022 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11516
mgonia ro sagangasho mainc araferia jer vnaxot maqvs mec da dzalian did nawils am kacis imedi
0
№5
ავტორი: PaLoMo
4 ოქტომბერი 2022 03:34
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4065
ისე მიკვირს რო დე ხეას არ აყენებს კაპიტნად.ტიპი დაბერდა ამ გუნდში.
ოლეგა იყოდა ახლად მოსული თავგაზა დააყენა ჰააგია და ბრუნო არის კაპიტანიო და რავიცი რაა ეგ მაინც იყოს სამართლიანი სხვა თუ არაფერი ამ გუნდში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top