კაზემიროს შესახებ გაკეთებული განმარტების შემდეგ ერიკ ტენ ჰაგმა ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში კრიშტიანუ რონალდუს შესახებაც ისაუბრა.
გუშინდელ შეხვედრაში პორტუგალიელი კვლავ სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა. თუმცა აქამდე ჩატარებულ სხვა მატჩებში ის მუდმივად ჩნდებოდა მოედანზე მეორე ტაიმში.
"მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:4 დამარცხდა, მეორა ტაიმის როტაცია კი პორტუგალიელს ანგარიშის მიუხედავად არ შეხებია.
"ეს გავაკეთე კრიშტიანუს შესანიშნავი კარიერის პატივისცემის გამო. კიდევ ერთი პლიუსი ის გახლდათ ამ ყველაფრისა, რომ მე შევძელი მარსიალისთვის სათამაშო წუთების მიცემა, რადგან მას ეს ძალიან სჭირდებოდა", - განაცხადა სპეციალისტმა
შეგახსენებთ, რომ რონალდუმ მიმდინარე სეზონში პირველად მთელი მატჩი რეზერვში გაატარა.
რაც შეეხება მარსიალს, ის მოედანზე 59-ე წუთზე შევიდა და დუბლი შეასრულა. მატჩი ანგარიშით 6-3 დასრულდა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.