მადრიდის "რეალი"- დან ტრანსფერი შემდეგ, კაზემირომ ერიკ ტენ ჰაგის გული ამ მომენტამდე ვერ მოიგო, ფეხბურთელი გუშინდელ შეხვედრაში ისევ სათადარიგო სკამზე იმყოფებოდა.
აღნიშნულის შესახებ მცირედი განმარტება თავად გუნდის დამრიგებელმა ტენ ჰაგმა გააკეთა და განაცხადა, რომ ბრაზილიელის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი აქვს.
შეგახსენებთ, რომ ნახევარმცველი მოედანზე მხოლოდ 59-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 4-1 იყო "მანჩესტერ სიტის" სასარგებლოდ. შეხვედრის საბოლოო შედეგი - 6:3 დაფიქსირდა.
"მას შემდეგ, რაც კაზემირო მოედანზე შევიდა გუნდმა უკეთესად თამაში დაიწყო. ამ მომენტამდე ჩვენს მიერ ჩატარებული სამუშაოები კარგია, ჩემი არჩევანი არ არის გადაწყვეტილება კაზემიროს წინააღმდეგ, არამედ ეს იყო სკოტ მაკტომინაისთვის მიცემული შანსი.
დარწმუნებული ვარ, კაზემირო ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება, როდესაც ის სრულად დამკვიდრდება, მიმდინარე პროცესები ბუნებრივია", - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა "დერბიში" განცდილი მარცხის შემდეგ.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.