გუშინ გამართული "მანჩესტერული" დერბი განსაკუთრებით უსიამოვნო ერიკ ტენ ჰაგის გუნდის ფრანგი წარმომადგენლისთვის რაფაელ ვარანისთვის წარიმართა.
რაფაელმა დაზიანება შეხვედრის მე-40-ე წუთზე მიიღო და იძულებული გახდა მოედანი დაეტოვებინა.
L'Equipe-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელმა ფეხი დააზიანა და ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა. სამედიცინო კვლევა ორშაბათს ანუ დღეს ჩატარდება.
საფრანგეთის ნაკრების წარმომადგენლები ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან კატარის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მალე დაიწყება.
რაფაელ ვარანმა მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" შვიდი მატჩი ჩაატარა.
სიახლეები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.