თბილისი:
მანჩესტერი:
30-09-2022, 18:07
ავტორი: Svanchester,
ნანახია: 820,
კომენტარები: 4
2019 წლის შემდეგ პირველად
ორი მანჩესტერელის აღიარება სექტემბრის თვეში.
2019 წლის შემდეგ პირველად
"მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ სექტემბერში ჩატარებული წარმატებული მატჩები არ გამოჰპარვია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას.

გუნდის ნიდერლანდელი თავკაცი ერიკ ტენ ჰაგი ოფიციალურად პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის სექტემბრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრემიერ ლიგის პრეს - სამსახური ავრცელებს.

გასულ თვეში "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერ ლიგაში ორი მატჩი ჩაატარეს. ერიკ ტენ ჰაგის გუნდმა სტუმრად "ლესტერი" 1-0 დაამარცხა, ხოლო შინ "არსენალი" 3-1.

"ოლდ ტრაფორდელების" შემდეგი ორი მატჩი დედოფალ ელიზაბეტ II-ის გარდაცვალების გამო გადაიდო.

აღსანიშნავია მარკუს რეშფორდის ბენეფისიც, ინგლისელი ფეხბურთელი მისი მენტორის მსგავსად პრემიერ ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ "იუნაიტედის" რიგებიდან 2019 წელს მოხდა, როდესაც ერთდროულად მენეჯერი და მოთამაშე პრემიერ ლიგამ თვის საუკეთესოდ დაასახელა.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Mishiko82
30 სექტემბერი 2022 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 595
წარმატებები მანიუს. კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, მცველი და საყრდენი უეჭველი გვინდა და კარგი ფორვარდიც არ გვაწყენდა, იქნებ ზამთარში დავიმატოთ ვინმე.
0
№2
ავტორი: bendzela
1 ოქტომბერი 2022 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 935
რა დრო გასულა , წარმატებები
0
№3
ავტორი: ikeoni
1 ოქტომბერი 2022 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
kide bevjer unda moxdes es
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
2 ოქტომბერი 2022 11:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
დაიმსახურეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top