ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო "მანჩესტერ იუნაიტედის" განაპირა მცველის დიოგო დალოს შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უკვე მოგეხსენებათ 23 წლის მარჯვენა მცველის კონტრაქტი ინგლისურ გრანდთან შეიცავს პუნქტს თანამშრომლობის ავტომატური გახანგრძლივების შესახებ 2024 წლის ზაფხულამდე.
მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება 2022/2023 წლების სეზონის ბოლოს იწურება.
დალომ "წითელ ეშმაკების" რიგებში მიმდინარე სეზონში რვა მატჩი ჩაატარა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა პირად აქტივში.
მისი სატრანსფერო ღირებულება 28 მილიონ ევროდ არის შეფასებული.
სტატიები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.