მოლდოვურ "შერიფთან" ევროპა ლიგის ეგიდით გასამართი მატაცის წინ ინგლისელი და მოლდოველი ჟურნალისტების კითხვებს პრესკონფერენციაზე ვრცლად "მამჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ერიკ ტენ ჰაგმა უპასუხა.
რაშფორდის არყოფნის შესახებ
"ის ვერ ითამაშებს, ეს ყველაფერი გამომდინარე "არსენალთან" მატჩის შემდეგ. მარკუსს კუნთის ტრავმა აქვს.
მოახერხებს თუ არა სანაკრებო შეკრებაზე წასვლას?
რა თქმა უნდა დიახ. ამ სეზონში მან უკვე აჩვენა თავისი თვისებები და მაღალი პოტენციალი.
რონალდუ ითამაშებს?
უკაცრავად, მაგრამ მოლდოველ გულშემატკივრებს ამ კითხვაზე პასუხის მისაღებას მატჩამდე ლოდინი მოუწევთ.
რამდენ ხანს იუქმებს რაშფორდი?
არამგონია ძალიან დიდხანს გაგრძელდეს მისი უქმე დღეები, მაგრამ ვერ გეტყვით რამდენი ხნით. განსაკუთრებული და სერიოზული არაფერია და ჩვენ ველით, რომ ის საკმაოდ სწრაფად დაბრუნდება.
"შერიფის" შესახებ
გასაგებია, რომ მათ ბევრის მიღწევის უნარი აქვთ, თუ გავითვალისწინებთ "რეალსა" და "შახტართან" გამარჯვებებს გასულ სეზონში. ეს მატჩი ჩვენი უნდა იყოს, მაგრამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი გუნდი რომელსაც გვერდს ადვილად აუქცევ. "შერიფი" სერიოზული და ღირსეული მეტოქეა და გასამარჯვებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
მატჩის შესახებ
ყველა მატჩში არის გარკვეული ზეწოლა, მაგრამ ყველა მატჩი უნდა მოვიგოთ. როცა პირველ შეხვედრას წააგებ, მეორე უნდა მოიგო, ასე რომ, ჩვენ ნათლად ვიცით ჩვენი ამოცანა. ყოველთვის ძლიერ გუნდებთან ვთამაშობთ და არც ხვალინდელი მატჩი იქნება გამონაკლისი.
თამაშისათვის მომზადების შესახებ
ჩვენი ბიჭები მიჩვეულნი არიან სამ დღეში ერთხელ თამაშს და როცა ასე არ არის, დროს ვარჯიშისთვის ვიყენებთ. შემიძლია ვთქვა, რომ ხვალინდელი მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ.
დაარიგებთ თუ არა ავტოგრაფებს მატჩის შემდეგ?
სამწუხაროდ, თამაშის დასრულებისთანავე აეროპორტში უნდა წავიდეთ",- აცხადებს დასასრულს ტენ ჰაგი.
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.