"მანჩესტერ იუნაიტედის" მენეჯერმა ერიკ ტენ ჰაგმა ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "შერიფ ტირასპოლთან" მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
"ღირსეულ მეტოქესთან ვითამაშებთ. გასულ სეზონში შერიფი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა და "რეალისა" და "შახტარის" დამარცხება მოახერხა.
"იუნაიტედი" ვალდებულია ხარისხიანი მატჩი ჩაატაროს, შეხვედრისთვის მაქსიმალურად მზად უნდა იყოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება", - ავრცელებს ჰოლანდიელი მწვრთნელის სიტყვებს კლუბის პრეს-სამსახური.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის გახსნით ტურში "წითელმა ეშმაკებმა" შინ მინიმალური ანგარიშით ესპანურ "რეალ სოსიედადთან" მარცხი განიცადეს.
ინტერვიუები
2 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.