ტაირელ მალასია და ლუკ შოუ - "იუნაიტედის" ორი ფეხბურთელი რომელიც კლუბის ყოფილმა მოთამაშემ იაპ სტამმა შეაფასა და მათ შორის ამ ეტაპზე საუკეთესო გამოარჩია.
ჰოლანდიელის თქმით, ინგლისელი ზედმეტად გატაცებულია საკუთარი გუნდის კარის დაცვით.
"შოუ კარგი მოთამაშეა, მაგრამ ის ძალიან დიდ დროს ატარებს უკან და თითქმის არ უტევს. მალასია სხვაგვარად მოქმედებს, ის ძალიან მტკიცეა.
ამიტომ ლოგიკურია, რომ მწვრთნელს ურჩევნია ტაირელის დაყენება სასტარტო შემადგენლობაში," - ციტირებს ჟურნალისტი რის ჯეიმსი სტამის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ტაირელ მალასია "მანჩესტერ იუნაიტედში" ზაფხულში როტერდამის "ფეიენორდი" - დან გადავიდა.
პრემიერ ლიგის ორი სასტარტო ტურის შემდეგ, ფეხბურთელმა ლუკ შოუს ძირითადი შემადგენლობისან ამოგდება მოახერხა.
ინტერვიუები
5 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.