"იუნაიტედმა" და კერძოდ სერ ალექს ფერგიუსონმა ბარნსლის დახმარების ხელი გაუწოდა.მოგეხსენებათ, ეს გუნდი FA CUP-ის ეგიდით მეორე მანჩესტერულ კლუბს, "სიტის" ეთამაშება გადათამაშების შეხვედრას.პირველი შეხვედრა, რომელიც ბარნსლში გაიმართა ფრედ, 1-1 დასრულდა.ამის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ ფლიკტროპმა გუნდი მანჩესტერში ჩამოიყვანა.ისინი ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ და ეცადნენ, რაც შეიძლება მალე გაეარათ ადაპტაციის პერიოდი.უცაბედათ, მათ ჯეკპოტი მოიგეს-დაღლილმა ფეხბურთელებმა, შეიტყვეს რომ "იუნაიტედი" მათ საკუთარ სავარჯიშო მოედანზე-კერინგტონის ბაზაზე ვარჯიშს სთავაზობდნენ.
ფლიკტროპის გუნდმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღო-ეს ერთგვარი სამაგიეროს გადახდაა "იუნაიტედის" მხრიდან "სიტისთვის", რომელმაც გასულ კვირას საშინაო არენა, "ეტიჰად სთეიდიუმი" "რეალს" დაუთმო.ამ ყველაფერზე ვრცლად ისაუბრმა ფლიკტროპმა:"ეს შესანიშნავი ამბავია ჩვენთვის.რათქმაუნდა, ეს დაეხმარება ჩემს ბიჭებს.კარინგტონის ბაზა-ერთ-ერთი საუკეთესოა მთელ მსოფლიოში."სიტი" უმაღლესი კლასის გუნდია და გაგვიჭირდება მათთან თამაში.ჩვენ ვუყურეთ მათ თამაშს "ჩელსის" წინააღმდეგ.ამ თამაშმა კიდევ ერთელ დაამტკიცა, რომ "სიტი" ძალიან ძლიერია.ინგლისის თასზე კარგად ასპარეზობაზე ყველა გუნდი ოცნებობს-ეს ნაწილობრივ შევძელით, ახლა ვეცდებით შედეგი გავაუმჯობესოთ-გამარჯვება რთული იქნება, მაგრამ დასაკარგი არაფერია".დევიდ ფლიკტროპი ბარნსლში დეკემბრის ბოლოს მივიდა და გუნდი კარგად აათამაშა-მისი მონაგარი 8 მოგება,2 ფრე და 3 მარცხია.